ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი რეგულირდება ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონითა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დებულებით. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სპეციალიზაციით. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.