ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოცდის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას ან/და მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გადატანას, გარდა იმ შემთხვევისა თუ მონაწილე წარმოადგენს საპატიო მიზეზის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს/ცნობას საგამოცდო დღემდე ანდა არაუგვიანეს საგამოცდო დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გამოუცხადებლობის თაობაზე. მომართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასოციაცია უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნებას ან/და მომდევნო საგამოცდო სესიისთვის გადატანას 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.